About Our Company

ჩვენ შესახებ

შ.პ.ს. „ტურისტასი“ - არის ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანია, რომლის მიზანს წარმოადგენს ტურიზმის განვითარება საქართველოში. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პრემიუმ კლასის ტურისტული კლუბი, რომლის პარტნიორები არიან ტურისტებისთვის საინტერესო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენი კლუბის წევრ ტურისტებს უწევენ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და მათ საქართველოში სტუმრობას დაუვიწყარს ხდიან.

კლუბის პარტნიორი-ორგანიზაციები მოღვაწეობენ დასვენების, გართობის, შემეცნების, კვების, თავის მოვლის, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში, რომელთა მომსახურე პერსონალი მუდმივად ზრუნავს ტურისტების კომფორტსა და მომსახურების მაღალ ხარისხზე, რის შედეგადაც მათ დაიმსახურეს მომთხოვნი ტურისტების დადებითი შეფასება და კმაყოფილება.

გარდა იმისა, რომ კლუბის წევრები პარტნიორ-ორგანიზაციებისგან იღებენ განსაკუთრებულ და პრივილეგირებულ მომსახურებას, ისინი ასევე ფლობენ სპეციალურ ბარათს, რომლითაც აგროვებენ წამახალისებელ ქულებს პარტნიორ-ორგანიზაციებში მიღებული მომსახურების ღირებულების შესაბამისად.

ტურისტასი აღნიშნულ ქულებს გარდაქმნის კლუბის წევრებისთვის იმდენად მიმზიდველ ფასეულობად, რომ ტურისტებს უჩნდებათ მნიშვნელოვანი მოტივაცია იმისა, რომ მომსახურება მიიღონ პრაქტიკულად მხოლოდ კლუბის პარტნიორ-ორგანიზაციებში.

მხოლოდ მაღალი კლასის ორგანიზაციებთან პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, უზრუნველვყოთ ტურისტებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მიწოდება, რაც უდავოდ ხელს უწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და მომსახურების საერთო დონის ამაღლებას.

რას გთავაზობთ?

ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ჩვენი კლუბის წევრი ტურისტების ნაკადი თქვენი ორგანიზაციებისკენ. შესაბამისად:

გაზრდილი კლიენტების რაოდენობა

გაგიზრდით მომხმარებლების რაოდენობას ჩვენი კლუბის წევრი ტურისტების ხარჯზე

გაზრდილი შემოსავალი

გაგიზრდით შემოსავალი ჩვენი კლუბის წევრი ტურისტების ხარჯზე

რეკლამა

გაგირეკლამებთ თქვენს ობიექტს ჩვენს საიტსა და აპლიკაციაში, რომელსაც თვეში 100,000-ზე მეტი ადამიანი ნახავს

უპირატესობა კონკურენტების მიმართ

ისარგებლებთ ჩვენი აპლიკაციის ძალიან საინტერესო ფუნქციით, კერძოდ, როდესაც ჩვენი კლუბის წევრი ტურისტი იმყოფება თქვენს ობიექტთან ახლოს, მას აპლიკაცია უგზავნის შეტყობინებას და ურჩევს თქვენი ობიექტის მონახულებას.

DIFFERENT TYPES OF PARTNERS

კლუბის პარტნიორი ორგანიზაციების კატეგორიები

რესტორნები
კაფეები
ლაუნჯები

სასტუმროები
ჰოსტელები
აპარტამენტები

მუზეუმები

თეატრები

გალერეები

თავის მოვლა

შოფინგი

კულტურა, ტურიზმი

დასათვალიერებელი ტურები

ზღვის კურორტები

მთის კურორტები

სამედიცინო სფერო

გართობა

გასართობი ცენტრები

აკვაპარკები

კონცერტები

სპორტი

სხვა

How It Works

როგორ მუშაობს კლუბის წევრის ბარათი ?

• ტურისტს გადაეცემა კლუბის წევრობის ბარათი

• კლუბის წევრი დარეგისტრირებულია ჩვენს ვებ გვერდზე

• კლუბის წევრი ვებ გვერდზე იღებს ინფორმაციას ჩვენი პარტნიორი - ორგანიზაციების და მათი სერვისების შესახებ და სხვა სასარგებლო რჩევებს

• პარტნიორი-ორგანიზაციების სტუმრობის შემთხვევაში, კლუბის წევრი აგროვებს წამახალისებელ ქულებს

• დაგროვებული ქულების შესაბამისად, ჩვენ კლუბის წევრებს გადავცემთ სხვადასხვა საჩუქარს და ვუწევთ მათთვის საინტერესო მომსახურებას

Send Us Message

Contact Us

Address

4 Gambashidze Str, Tbilisi 0179